საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლი „ზაზა ალექსიძის საკითხავები“

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრი იწყებს ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლს „ზაზა ალექსიძის საკითხავები.“ ერთი წლის მანძილზე ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, იმსჯელონ იმ თემებზე, რომლებიც საკვლევ სივრცეში ზაზა ალექსიძემ შემოიტანა: „ქრისტიანულ კავკასიაზე,“ როგორც ფენომენზე, მის ცალკეულ პრობლემებზე და ამ პრობლემების შემდგომი შესწავლისა და განვითარების პერსპექტივებზე.

    პირველი სემინარი ჩატარდება ამა წლის 27 მარტს, თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორიაში, 18.00 საათზე.

     

    1. ნათია ჩანტლაძე: ზაზა ალექსიძე - მეცნიერის პორტრეტი

     

    2. ანა ხარანაული: პალეოგრაფიის ისტორია და ქართული პალეოგრაფიის ნიმუშები

    თარიღი: 22/03/2023